UFC | ილია თოფურია – შემდეგ ჯერზე აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას, რომ ჯასტინს ხელთათმანები შეუმოწმონ, რათა ზედ რაიმე უცნაური არ წაისვას #1TVSPORT

00:12, 17.09.2026

UFC-ს ორი წონის (ქვემსუბუქი და მსუბუქი) ყოფილმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოფიციალურად დაბრუნდა.

29 წლის ქართველმა მებრძოლმა ბოლოს 15 ივნისს თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან იბრძოლა, დამარცხდა და მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამარი დათმო.

„საბოლოო სამედიცინო შემოწმება გავიარე. მე დავბრუნდი. ყველა იმ მასხარას, ვინც მთელი ეს დრო ზედმეტებს ლაპარაკობდა და ჩამოწერილად მთვლიდა, აი, აქ ვარ. ახლა მაინც ვნახავთ, ვის აღმოაჩნდება რეალური ძალა. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის. შემდეგ ჯერზე აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას, რომ ჯასტინს ხელთათმანები შეუმოწმონ, რათა ზედ რაიმე უცნაური არ წაისვას. მალე შევხვდებით“, – წერს თოფურია.

ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლამდე ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელი იყო, მან ზედიზედ 17 შეხვედრა მოიგო.

მსგავსი