UFC | ილია თოფურია რეიტინგში დაწინაურდა - ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქი წონის საუკეთესო ათეულშია #1TVSPORT
UFC | ილია თოფურია რეიტინგში დაწინაურდა - ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქი წონის საუკეთესო ათეულშია #1TVSPORT

ქართველი მებრძოლი ბრაის მიტჩელთან შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ UFC-ის რეიტინგში დაწინაურდა. შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ მოწინააღმდეგე მეორე რაუნდში დააფინიშა და კვლავ მიიქცია შერეული ორთაბრძოლების მოყვარულთა ყურადღება.

დაუმარცხებელ ქართველ მებრძოლს UFC-მ სარეიტინგო ქულები მოუმატა და ილია თოფურია ახლა ქვემსუბუქ წონაში მეცხრე პოზიციაზეა.

25 წლის ქართველ სპორტსმენს კარიერაში 13 ბრძოლა აქვს გამართული და ერთხელაც არ დამარცხებულა. რეიტინგში დაწინაურება ილია თოფურიას საშუალებას მისცემს, მომდევნო ბრძოლები უფრო ტიტულოვან მეტოქეებთან გამართოს და საჩემპიონო ქამარს კიდევ უფრო მიუახლოვდეს.