UFC | ილია თოფურია - ამ ეტაპზე ორგანიზაციისგან ბრძოლასთან დაკავშირებით შეთავაზება არ მიმიღია #1TVSPORT
UFC | ილია თოფურია - ამ ეტაპზე ორგანიზაციისგან ბრძოლასთან დაკავშირებით შეთავაზება არ მიმიღია #1TVSPORT

ამ ეტაპზე ორგანიზაციისგან ბრძოლასთან დაკავშირებით შეთავაზება არ მიმიღია, – ამის შესახებ UFC-ს მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ჟურნალისტ ალვარო კოლმენეროსთან ინტერვიუში განაცხადა.

თოფურიას თქმით, არ იცის, ვისთან გამართავს შემდეგ შეხვედრას UFC-ში.

„ამ ეტაპზე ორგანიზაციისგან ბრძოლასთან დაკავშირებით შეთავაზება არ მიმიღია. არ უთქვამთ არაფერი არცერთ ბრძოლაზე, ამიტომაც ამჟამად ჰორიზონტზე ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა თოფურიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ქართველს სატიტულო შეხვედრა 2026 წლის იანვარში უნდა ჩაეტარებინა. მის სავარაუდო მეტოქეებად მსუბუქ წონაში პედი პიმბლეტი და არმან ცარუკიანი სახელდებოდნენ, ასევე ჟღერდებოდა ისლამ მახაჩევის სახელიც, რომელთანაც თოფურიას დაპირისპირებაც ქვესაშუალო დივიზიონში (77 კგ) მოიაზრებოდა.

ილია თოფურია UFC-ს ორი წონის ჩემპიონია. 2024 წლის თებერვალში მან ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ქამარი მოიპოვა, შემდეგ კი ის იმავე წლის ოქტომბერში დაიცვა. 2025 წლის ივნისში კი მსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა. ქართველმა შერეულ ორთაბრძოლებში 17 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო.