UFC I ისლამ მახაჩევი და ჩარლზ ოლივეირა ჩემპიონის ტიტულისთვის კიდევ ერთხელ იბრძოლებენ #1TVSPORT
UFC I ისლამ მახაჩევი და ჩარლზ ოლივეირა ჩემპიონის ტიტულისთვის კიდევ ერთხელ იბრძოლებენ #1TVSPORT

UFC-ის პრეზიდენტის, დანა ვაითის განცხადებით, 21 ოქტომბერს აბუ დაბიში მსუბუქი წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება ჩარლზ ოლივეირას და საჩემპიონო ტიტულის დაცვას შეეცდება.

მახაჩევმა და ოლივეირამ ქამრისთვის 2022 წლის ოქტომბერში იბრძოლეს და ისლამი UFC-ის ჩემპიონი პირველად სწორედ მაშინ გახდა, შემდეგ მან ქამარი ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან დაიცვა.

რაც შეეხება ბრაზილიელ ოლივეირას, მან ივნისში ბენიელ დარიუშს მოუგო და კიდევ ერთხელ მიიღო შანსი, უმაღლესი მიზნისთვის იბრძოლოს.

ასევე ცნობილი გახდა 21 ოქტომბერს გასამართი სხვა ბრძოლებიც. UFC 294-ზე ერთმანეთს ხამზატ ჩიმაევი და პაულო კოსტა, ასევე ნასურდინ იმამოვი და იკრამ ალისკეროვი შეხვდებიან. სხვა ბრძოლებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.