UFC | გურამ ქუთათელაძე მსაჯების გადაწყვეტილებით კაუე ფერნანდესთან დამარცხდა #1TVSPORT
UFC | გურამ ქუთათელაძე მსაჯების გადაწყვეტილებით კაუე ფერნანდესთან დამარცხდა #1TVSPORT

UFC-ის მსუბუქი დივიზიონის (70 კგ) ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ ორგანიზაციის ეგიდით მორიგი ბრძოლა ბრაზილიელ კაუე ფერნანდესთან დათმო.

ლონდონში გამართული სამრაუნდიანი დაპირისპირება 30 წლის ბრაზილიელის კარნახით მიმდინარეობდა და მსაჯებმა ყველა რაუნდში გამარჯვება მას მიანიჭეს.

33 წლის გურამ ქუთათელაძემ შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებული 18 ბრძოლიდან 13-ჯერ გაიმარჯვა და ხუთი დაპირისპირება დათმო.

შეგახსენებთ, რომ 2025 წელს UFC-ში თავისი ბრძოლა სამმა ქართველმა გამართა. მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს სძლია და სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ალექსანდრე თოფურიამ ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა, ხოლო რომან დოლიძემ – იტალიელი მარვინ ვეტორი.