UFC | გიგა ჭიკაძემ ჟოანდერსონ ბრიტოსთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა #1TVSPORT
გიგა ჭიკაძემ ჟოანდერსონ ბრიტოსთან UFC-ში ჩასატარებელი ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.
ჭიკაძე და ბრიტო ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში (65კგ) იბრძოლებენ. ორივე სპორტსმებმა სასწორზე დასაშვები მაქსიმალური წონა დააფიქსირა.
38 წლის ქართველი ბრაზილიელ მეტოქეს 23 აგვისტოს ლოს ანჯელესში დაუპირისპირდება.
ჭიკაძე შეხვედრას შერეულ ორთაბრძოლებში მოპოვებული 15 გამარჯვებითა და 6 მარცხით ხვდება, ხოლო ბრიტოს ანგარიშზე 25 ბრძოლა და 19 გამარჯვებაა.