2025 წელს UFC-ს ბოლო ღონისძიებაზე მონაწილეობა ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ მიიღო.
37 წლის ჭიკაძე 24 წლის არგენტინელ კევინ ვალეხოსთან მეორე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.
ქართველი მებრძოლი პირველ რაუნდში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ბევრ ასპექტში მეტოქეს აღემატებოდა, თუმცა მეორე რაუნდის დასაწყისში მძიმე დარტყმა მიიღო და შეხვედრაში დაბრუნება ვერ მოახერხა.
შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებულ 21 ბრძოლაში ქართველის ანგარიშზე 15 გამარჯვება და 6 მარცხია. ის ვალეხოსთან შეხვედრამდე UFC-ს ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებდა.