UFC | გიგა ჭიკაძე - ეჭვი არ მეპარება, დავბრუნდები უფრო ძლიერი #1TVSPORT
UFC | გიგა ჭიკაძე - ეჭვი არ მეპარება, დავბრუნდები უფრო ძლიერი #1TVSPORT

UFC-ს ქვემსუბუქი წონის (65კგ) ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ კევინ ვალეხოსთან მარცხის შემდეგ პირველი საჯარო განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა.

„ეს სენტიმენტების თამაშია, ხან შენ მართავ სიტუაციას, ხან კი თავად ხდები მისი მსხვერპლი. სამწუხაროდ, ჩემი ღამე არ ყოფილა. დიდი შრომა ჩავდე მომზადებაში და გულწრფელად მჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების. თავს იდეალურად ვგრძნობდი.

განსაკუთრებით ვწუხვარ ჩემი შვილების, მეუღლისა და ოჯახის წინაშე – ადამიანების, რომლებმაც ჩემთვის უამრავი რამ გაიღეს და ბევრი სირთულე აიტანეს. არასდროს მსურდა, მათ ასეთ მდგომარეობაში ვენახე.

დიდ მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს და ყველას, ვინც ბოლომდე ჩემ გვერდით იყო. ყველაფერი ღვთის ნებაა და მას ვენდობი როგორც გამარჯვების, ისე მარცხის დროს. ეჭვი არ მეპარება – დავბრუნდები უფრო ძლიერი“, – წერს ჭიკაძე.

37 წლის ქართველი მებრძოლი 24 წლის არგენტინელთან მეორე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.