UFC | გიგა ჭიკაძე ჟოანდერსონ ბრიტოსთან დამარცხდა #1TVSPORT

03:00, 20.09.2026

UFC 331-ის ეგიდით ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის (65კგ) ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ბრაზილიელ ჟოანდერსონ ბრიტოს დაუპირისპირდა და პირველ რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.

ჭიკაძემ ბრძოლა აქტიურად დაიწყო, თუმცა ერთ მომენტში, ფეხით დარტყმისას წაიქცა, რითაც ბრიტომ ისარგებლა და მიწაზე ნოკაუტის გაფორმება მოახერხა.

38 წლის გიგა ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მეოთხე ბრძოლა დათმო. მას ორგანიზაციასთან კონტრაქტი ამოეწურა და ჯერ უცნობია, გაფორმდება თუ არა ახალი ხელშეკრულება.

მსგავსი