UFC | გიგა ჭიკაძე 21 ივნისს ბრაზილიელ ვინისიუს ოლივეირას შეხვდება #1TVSPORT
UFC | გიგა ჭიკაძე 21 ივნისს ბრაზილიელ ვინისიუს ოლივეირას შეხვდება #1TVSPORT

UFC-ს ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ორგანიზაციაში მორიგ ბრძოლას 21 ივნისს ბრაზილიელ ვინისიუს ოლივეირასთან ჩაატარებს.

ქვემსუბუქი დივიზიონის (66კგ) შეხვედრა ლას ვეგასში შედგება. ეს ბრძოლა ოლივეირასთვის ამ წონაში პირველი იქნება, რადგან წონის კლებასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს და 61 კგ-ში ვეღარ ასპარეზობს.

37 წლის ქართველმა მებრძოლმა UFC-ში ბოლო ბრძოლა 2023 წლის აგვისტოში მოიგო, მან ალექს კასერესი დაამარცხა, შემდეგ კი არნოლდ ალენთან, დავიდ ონამასთან და კევინ ვალეხოსთან წააგო. საერთო ჯამში, MMA-ში ჭიკაძის ანგარიშზე 15 მოგება და 6 მარცხია.

რაც შეეხება ვინისიუს ოლივეირას, 30 წლის ბრაზიელიელმა კარირაში 27-ჯერ იჩხუბა და 23-ჯერ გაიმარჯვა.