UFC | დანა უაითის თქმით, მომდევნო კვირაში თეთრ სახლში ჩასატარებელ ბრძოლებს გამოაცხადებს #1TVSPORT

11:45, 28.02.2026

UFC-ს პრეზიდენტის, დანა უაითის თქმით, 2026 წლის 14 ივნისს, თეთრ სახლში ჩასატარებელ ბრძოლებს მომდევნო კვირაში ოფიციალურად გამოაცხადებს.

თეთრი სახლის ღონისძიება UFC-ს ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული იქნება. ორგანიზაციას მისი ჩატარება დაახლოებით 60 მილიონი დოლარი დაუჯდება.

„მალე მეტი ინფორმაცია მექნება. მომდევნო კვირაში თეთრი სახლის ტურნირის ბრძოლებს ოფიციალურად გამოვაცხადებ“, – აღნიშნა უაითმა.

მანამდე არსებული ინფორმაციით, თეთრ სახლში ბრძოლა უნდა ჩაატაროს ილია თოფურიამ, თუმცა გარკვეული გეოპოლიტიკური საკითხების გამო, შესაძლოა, მისი დაპირისპირება ჯასტინ გეიჯისთან არ შედგეს.

მსგავსი