UFC | დანა უაითის განცხადებით, კონორ მაკგრეგორი ზაფხულში იბრძოლებს #1TVSPORT

12:48, 09.05.2026

UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა UFC 328-ის პრესკონფერენციაზე ოფიციალურად დაადასტურა კონორ მაკგრეგორის ოქტაგონზე დაბრუნება.

ირლანდიელი სპორტსმენი ბრძოლას ზაფხულში, International Fight Week-ის ფარგლებში ჩაატარებს. აღნიშნული ღონისძიება 11 ივლისს უნდა შედგეს.

ჯერ უცნობია, ვის წინააღმდეგ იჩხუბებს მაკგრეგორი. ჟურნალისტ არიელ ჰელვანის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე საათში გავრცელდება.

ირლანდიელმა UFC-ში ბოლო ბრძოლა 2021 წელს დასტინ პორიესთან გამართა და დამარცხდა.

მსგავსი