UFC | ცნობილია თეთრ სახლში ჩასატარებელი ყველა ბრძოლა #1TVSPORT
UFC | ცნობილია თეთრ სახლში ჩასატარებელი ყველა ბრძოლა #1TVSPORT

UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება 15 ივნისს ვაშინგტონში, თეთრი სახლის ტერიტორიაზე ჩატარდება.

ორგანიზაციამ აღნიშნული ღონისძიებისთვის ექვსი ბრძოლა ჩანიშნა. ძირითადად, ტურნირში მონაწილეობას ამერიკელი სპორტსმენები მიიღებენ, ხოლო მთავარ შეხვედრაში მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ჩემპიონი ილია თოფურია აღნიშნული წონის დროებითი ქამრის მფლობელს, ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.

თანამთავარ ბრძოლაში გათამაშდება მძიმე წონის დროებითი ქამარ ბრაზილიელ ალექს პერეირასა და ფრანგ სირილ განს შორის. აღსანიშნავია, რომ პერეირას, შეუძლია, გახდეს პირველი მებრძოლი ისტორიაში, რომელიც სამი დივიზიონის ქამარს დაეუფლება. აქამდე ის საშუალო და ქვემძიმე წონის ჩემპიონი იყო.

ღონისძიება აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება.

თეთრ სახლში გასამართი ყველა ბრძოლა:

ილია თოფურია – ჯასტინ გეიჯი
ალექს პერეირა – სირილ განი
შონ ო’მალი – აიმან ზაჰაბი
მაურისიო რუფი – მაიკლ ჩენდლერი
ბო ნიკალი – კაილ დაკასი
დიეგო ლოპესი – სტივ გარსია