UFC | ჩაინიშნა 2026 წლის პირველი მნიშვნელოვანი ბრძოლები #1TVSPORT
UFC | ჩაინიშნა 2026 წლის პირველი მნიშვნელოვანი ბრძოლები #1TVSPORT

UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა 2026 წლის პირველი მნიშვნელოვანი ბრძოლები დააანონსა.

მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ განაცხადა, რომ 2026 წლის პირველ მეოთხედში არ იბრძოლებს, რადგან პირადი ცხოვრების რთულ პერიოდს გადის. შედეგად, მსუბუქ დივიზიონში დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ერთმანეთს რეიტინგის მეოთხე ნომერი ჯასტინ გეიჯი და მეხუთე პოზიციაზე მყოფი პედი პიმბლეტი დაუპირისპირდებიან. ბრძოლა 25 იანვარს, ლას ვეგასში, UFC 324-ის ეგიდით ჩატარდება.

დიდი ალბათობით, აღნიშნულ ბრძოლაში გამარჯვებული წლის მეორე ნახევარში ილია თოფურიას შეხვდება.

იმავე ღონისძიების ფარგლებში ქალთა სუპერმსბუქი დივიზიონის (61კგ) საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება მოქმედ ჩემპიონს, კაილა ჰარისონსა და ყოფილ ჩემპიონს, UFC-ს ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქალ მებრძოლს, ამანდა ნუნესს შორის. მან 2023 წელს კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, თუმცა ახალი გამოწვევის მისაღებად მზადაა.

UFC 324-ის შეხვედრები:

რაც შეეხება წლის მეორე მნიშვნელოვან ღონისძიებას, UFC 325-ს, აღნიშნული ტურნირი სიდნეიში, ავსტრალიაში პირველ თებერვალს ჩატარდება და ქვემსუბუქი წონის (66კგ) ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი თავისი ქამრის დაცვას ბრაზილიელი დიეგო ლოპესის წინააღმდეგ შეეცდება.

ლოპესმა და ვოლკანოვსკიმ პირველი ბრძოლა გასული წლის აპრილში გამართეს. ავსტრალიელმა მებრძოლმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და ქამარი დაიბრუნა.

2025 წლის ბოლო მნიშვნელოვანი ღონისძიება კი 7 დეკემბერს ლას ვეგასში ჩატარდება – სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი რუს პიტერ იანს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდება, ვინც ქამარს კალენდარული წლის მანძილზე ოთხჯერ დაიცავს.