UFC | არმან ცარუკიანი მომდევნო ბრძოლას დენ ჰუკერის წინააღმდეგ ჩაატარებს #1TVSPORT
UFC | არმან ცარუკიანი მომდევნო ბრძოლას დენ ჰუკერის წინააღმდეგ ჩაატარებს #1TVSPORT

არმან ცარუკიანი და დენ ჰუკერი კატარში მთავარი დაპირისპირების მონაწილეები იქნებიან – მათი ბრძოლა 22 ნოემბერს შედგება.

სომეხი მებრძოლი ოქტაგონზე მას შემდეგ ბრუნდება, რაც UFC 311-ზე საშუალო წონის (70კგ) ტიტულისთვის ბრძოლა ჩაიშალა. ცარუკიანმა ბოლოს UFC 300-ზე, 2024 წლის აპრილში იჩხუბა და ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.

დენ ჰუკერმა ბოლო შეხვედრა 2024 წლის 17 აგვისტოს გამართა, სადაც მატეუშ გამროტს მსაჯების გადაწყვეტილებით სძლია.

ცარუკიანი ამჟამად საშუალო დივიზიონის პირველი ნომერია, თუმცა UFC-ს პრეზიდენტის, დანა უაითის თქმით, ის პირდაპირ ტიტულისთვის არ იბრძოლებდა, რადგან ისლამ მახაჩევთან UFC 311-ზე ბრძოლა ჩაშალა.