UFC | ალჯამეინ სტერლინგმა ქვემსუბუქ წონაში იუსეფ ზალალი დაამარცხა #1TVSPORT
UFC | ალჯამეინ სტერლინგმა ქვემსუბუქ წონაში იუსეფ ზალალი დაამარცხა #1TVSPORT

ლას ვეგასში, UFC-ს საბრძოლო საღამოს მთავარი დაპირისპირება ქვემსუბუქ წონაში (65კგ) გაიმართა, სადაც სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ყოფილი ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი იუსეფ ზალალს შეხვდა და ხუთრაუნდიანი ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.

მოგების შემდეგ სტერლინგმა სატიტულო ბრძოლა მოითხოვა და დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი გამოიწვია.

სტერლინგმა ზალალს თითქმის, ხუთივე რაუნდში აჯობა – საბოლოოდ ბრძოლა მსაჯებმა 35 წლის მებრძოლის სასარგებლოდ ასე შეაფასეს – 49-45, 49-45, 49-45.