UFC | ალექსანდრე თოფურიას მომდევნო მეტოქე სანტიაგო ლუნა იქნება #1TVSPORT

09:07, 16.09.2026

UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61კგ) ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია ორგანიზაციაში მომდევნო ბრძოლას სანტიაგო ლუნას წინააღმდეგ ჩაატარებს, – ინფორმაციას MMA-ს ცნობილი ბლოგერი Kevin-ი ავრცელებს.

22 წლის მექსიკელი მებრძოლის ანგარშიზე შერეულ ორთაბრძოლებში 8 გამარჯვება და ერთი მარცხია. მან 2026 წლის ივნისში ბრაის მიჩელთან წააგო.

რაც შეეხება თოფურიას, 30 წლის ქართველს MMA-ში 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც 7 მოიგო. უშუალოდ UFC-ში მის ანგარიშზე 2 ბრძოლა და 2 გამარჯვებაა. ბოლოს ქართველი ოქტაგონზე 2025 წლის 22 ნოემბერს ვიხილეთ, როცა ბეკზატ ალმახანი დაამარცხა.

თოფურიასა და ლუნას შეხვედრა 21 ნოემბერს დოჰაში ჩატარდება.

მსგავსი