UFC | ალექსანდრე თოფურიამ ბეკზატ ალმახანისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა #1TVSPORT
UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ ორგანიზაციაში გასამართი მეორე ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.
22 ნოემბერს კატარში 29 წლის სპორტსმენი UFC-ს სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში ყაზახ ბეკზატ ალმახანის შეხვდება.
აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს თოფურიამ სუპერმსუბუქი დივიზიონისთვის დაშვებული წონა – 61 კგ დააფიქსირა.
ქართველის მეტოქე, 28 წლის ბეკზატ ალმახანი დაპირისპირებას შერეულ ორთაბრძოლებში მოპოვებული 12 გამარჯვებითა და ორი მარცხით ხვდება. რაც შეეხება ალექსანდრეს, მან შვიდი ბრძოლიდან ექვსჯერ მოიგო და ერთხელ დამარცხდა.