UFC | ალექსანდრე თოფურია - თავდაჯერებული ვიყავი, რადგან ბევრი ვიშრომე და ჩემ გვერდით ძლიერი ადამიანები არიან #1TVSPORT
UFC | ალექსანდრე თოფურია - თავდაჯერებული ვიყავი, რადგან ბევრი ვიშრომე და ჩემ გვერდით ძლიერი ადამიანები არიან #1TVSPORT

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ ორგანიზაციაში მოპოვებული მეორე გამარჯვების შემდეგ მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

„თავდაჯერებული ვიყავი, რადგან ბევრი ვიშრომე და ჩემ გვერდით ძლიერი ადამიანები არიან. ვვარჯიშობ და ვიცი, რომ ეს შედეგი შემთხვევითი არ არის.

ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. არ ვიცი, როგორი საყურებელი იყო ბრძოლა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ გამარჯვება მოვიპოვე. დიდი მადლობა ჩემს გუნდს – ამ შედეგში მათი წვლილი უზარმაზარია.

ბრძოლის დასაწყისი იდეალურად არ განვითარდა, თუმცა ვხედავდი სივრცეებს, სადაც მოძრაობა შემეძლო. ეტაპობრივად გავაუმჯობესე ყველაფერი, მოთმინება გამოვიჩინე და საბოლოოდ ამან შედეგი მოიტანა.

მე ჩვეულებრივ ადამიანად ვრჩები, რომელსაც დიდი ამბიციები აქვს, მაგრამ ჩემი მიზანი პოპულარობა არ არის. მინდა, რთულ სიტუაციებში იგივე ემოციები და შეგრძნებები განმეორდეს, როგორიც დღეს მქონდა. ყოველთვის ვთხოვ ღმერთს, ძალა მომცეს, რადგან ვიცი, ფიზიკური სიმტკიცე ერთ დღეში არ მოდის და ცხოვრება ბევრ სირთულეს გვიმზადებს“, – განაცხადა თოფურიამ.