UFC | ალექსანდრე თოფურია - ჩემი ერთადერთი მიზანი ჩემპიონობაა #1TVSPORT
UFC | ალექსანდრე თოფურია - ჩემი ერთადერთი მიზანი ჩემპიონობაა #1TVSPORT

UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61კგ) ქართველმა მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურია ესპანურ გამოცემა „მარკასთან“ 2026 წლის გეგმების შესახებ ისაუბრა.

„როგორც არაერთ ინტერვიუში მითქვამს, არ მიყვარს წინასწარ საუბარი. გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ყველაფერი ყოველთვის გეგმის მიხედვით არ ვითარდება. სწორედ ამიტომ, კონკრეტული პროგნოზების გაკეთებისგან თავს შევიკავებ.

რაც შემიძლია დანამდვილებით ვთქვა ისაა, რომ მომავალ წელს, მინიმუმ, ორი ბრძოლა მაქვს დაგეგმილი, არ არის გამორიცხული, სამიც იყოს. წონის კლება მარტივი პროცესი არ არის, თუმცა ამას ისე ვაკეთებ, რომ ჩემს ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნა. საბოლოოდ კი, მხოლოდ ღმერთმა იცის, რა მოხდება მომავალში.

ვფიქრობ, რეიტინგის ტოპ 15-ში ადგილი უკვე მეკუთვნის, თუმცა ყველაფერს თავისი ეტაპი აქვს – ჯერ ტოპ 15, შემდეგ ტოპ 10, ტოპ 5 და ბოლოს ქამარი. სასურველი მეტოქე? მხოლოდ მოქმედი ჩემპიონი. მერაბი? დიახ, ის ამ ეტაპზე ჩემპიონი აღარ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დაბრუნდება და იანთან ქამარს დაიბრუნებს.

ჩემთვის მთავარი და ერთადერთი მიზანი ჩემპიონობაა – სხვა პასუხი უბრალოდ არ არსებობს“, – განაცხადა თოფურიამ.

29 წლის ალექსანდრე თოფურიამ შერეულ ორთაბრძოლებში რვა ბრძოლა გამართა და შვიდი მოიგო. უშუალოდ UFC-ში მან ორჯერ იჩხუბა და ორივეჯერ გამარჯვებული გამოვიდა.