UFC | ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ მოვსარ ევლოევი ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა #1TVSPORT
აბუ დაბიში გამართულ UFC 333-ის მთავარ ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ მოვსარ ევლოევი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ს ქვემსუბუქი წონის (65კგ) ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
რუსეთის წარმომადგენელისთვის ეს კარიერაში პირველი მარცხი იყო. ევლოევი ოქტაგონზე 20 გამარჯვებითა და არცერთი წაგებით გავიდა, თუმცა 38 წლის ვოლკანოვსკის წინააღმდეგ წარმატებული სერიის გაგრძელება ვერ შეძლო.
პირველი რაუნდი შედარებით თანაბარი გამოდგა. მეორე რაუნდში ვოლკანოვსკიმ უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს მარჯვენა ხელით ძლიერი დარტყმა მიაყენა. ავსტრალიელმა შეტევა გააგრძელა, ევლოევი პარტერში გადაიყვანა და დარტყმების სერია განახორციელა, რის შემდეგაც მსაჯმა შეხვედრა შეაჩერა. ბრძოლა მეორე რაუნდის დასრულებამდე ექვსი წამით ადრე შეწყდა.
ამ გამარჯვებით ვოლკანოვსკიმ UFC-ს ქვემსუბუქი წონის ისტორიაში საჩემპიონო ბრძოლებში მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით (ცხრა) ლეგენდარულ ჟოზე ალდოს გადაასწრო და დივიზიონის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა.
UFC 333 აბუ დაბის „ეტიჰად არენაზე“ გაიმართა. საღამოს მეორე მთავარ ბრძოლაში პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.