UFC 331-ის ყველა ბრძოლა ცნობილია – ღონისძიებაში მონაწილეობას გიგა ჭიკაძეც მიიღებს #1TVSPORT
შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ, UFC-მ 20 სექტემბერს ჩასატარებელი ღონისძიების ყველა ბრძოლა გამოაცხადა.
წინასწარ ქარდზე ვიხილავთ ქვემსუბუქი წონის ქართველ მებრძოლს, გიგა ჭიკაძეს, რომელიც ჟოანდერსონ ბრიტოს დაუპირისპირდება. 37 წლის ჭიკაძეს ბოლო სამი შეხვედრა წაგებული აქვს. რაც შეეხება მის მეტოქეს, 31 წლის ბრიტოს, მან ბოლო ორ ბრძოლაში გაიმარჯვა, ხოლო კარიერულად 19 შეხვედრა აქვს მოგებული.
UFC 331 ლოს ანჯელესში შედგება. მთავარი ბრძოლა უმსუბუქესი წონის ქამრისთვის მიანმარელ ჯოშუა ვანსა და ალექსანდრე პანტოჟას შორის გაიმართება.
ოქტაგონს დაუბრუნდება სომეხი არმან ცარუკიანიც (მეორე რეიტნგში), რომელიც მსუბუქ წონაში რეიტინგის მეშვიდე ნომერს, ბრაზილიელ მაურისიო რუფის შეხვდება.
UFC 331-ის ძირითადი ღონისძიების ყველა ბრძოლა:
ჯოშუა ვანი – ალექსანდრე პანტოჟა
არმან ცარუკიანი – მაურისიო რუფი
პატრისიო პიტბული – დუჰო ჩოი
რენატო მოიკანო – ბრაიან ორტეგა
ალონზო მენიფილდი – ივო ბარანიევსკი
გეიბლ სტივსონი – შონ შარაფი
მარლონ ვერა – ჩარლზ ჟურდენი
Back on the West Coast 🌴
The official bout list for #CryptoCom #UFC331 is here!
[ Tickets on sale TODAY | LIVE SEP 19 at @CryptoComArena ] pic.twitter.com/PWxADetCRv
— UFC (@ufc) August 5, 2026