UFC 320 | ბრაზილიელმა ალექს პერეირამ მაგომედ ანკალაევს სძლია და ქამარი დაიბრუნა #1TVSPORT
UFC-ს ქვემძიმე წონით კატეგორიაში (94 კგ) ბრაზილიელმა ალექს პერეირამ მაგომედ ანკალაევი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ქამარი დაიბრუნა.
პერეირასა და ანკალაევის პირველი ბრძოლა გაზაფხულზე გაიმართა და რუსეთის სახელით გამომსვლელმა მებრძოლმა ბრაზილიელ ჩემპიონს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.
რაც შეეხება მეორე ბრძოლას, პერეირამ მეტოქეს აქტიურად შეუტია და ანკალაევი მიწაზე აღმოჩნდა. მან რთული სიტუაციიდან გამოსვლა ვერ შეძლო.
38 წლის პერეირამ კარიერაში მეექვსე საჩემპიონო ბრძოლა მოიგო, ის UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონია – ადრე მან ტიტული საშუალო წონაში მოიპოვა.
UFC 320-ზე ასევე შედგა მერაბ დვალიშვილის ბრძოლა. ქართველმა სუპერმსუბუქი დივიზიონის ქამარი კორი სენდჰეგენთან დაპირისპირებაში დაიცვა.