UFC 314 – ცნობილია მაიამიში ჩასატარებელი ღონისძიების ყველა ბრძოლა #1TVSPORT

21:27, 27.02.2025

ცნობილია ყველა ბრძოლა, რომელიც აპრილში UFC-ის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე „მთავარ ქარდზე“ გაიმართება. UFC 314-ს მაიამი უმასპინძლებს.

ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ალექსანდერ ვოლკანოვსკი დიეგო ლოპესს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ამ ამ დივიზიონის ჩემპიონი ილია თოფურია გახლდათ, რომელმაც ქამარი დათმო.

თანამთავარი ბრძოლა მსუბუქ წონაში მაიკლ ჩენდლერსა და პადი პიმბლეტს შორის შედგება. ქვემუსუბუქ დივიზიონში ასევე იბრძოლებენ იაირ როდრიგესი და პატრისიო პიტბული, რომელიც ორგანიზაციის დებიუტანტია.

ჯეფ ნილი ურთიერთობას კარლოს პრატესთან გაარკვევს ქვესაშუალო წონაში, ხოლო ბრაის მიტჩელი ჟან სილვას შეხვდება – ეს დაპირისპირებებიც ქვემსუბუქ დივიზიონშია დაგეგმილი.

UFC 314 მაიამიში 13 აპრილს გაიმართება.

მსგავსი