UFC 313-ის მთავარი ბრძოლის მონაწილეებმა წონა წარმატებით ჩააბარეს #1TVSPORT

00:55, 08.03.2025

ლას ვეგასში გასამართი UFC 313-ის მთავარი ბრძოლის მონაწილეებმა წონა წარმატებით ჩააბარეს. ქვემძიმე წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამრის დაცვას ბრაზილიელი ალექს პერეირა რუსეთის სახელით გამომსვლელ მაგომედ ანკალაევთან შეეცდება.

ოფიციალური აწონვების დროს ბრაზილიელმა ჩემპიონმაც და პირველმა კონტენდერმაც მოთხოვნილი 93 კილოგრამი დააფიქსირეს.

წონა ასევე წარმატებით ჩააბარეს ამერიკელმა ჯასტინ გეიჯიმ და აზერბაიჯანელმა რაფაელ ფიზიევმა, რომელთა ბრძოლაც მსუბუქ წონაში UFC 313-ის მეორე მთავარი დაპირისპირებაა. ორივე მათგანმა სასწორზე 70.8 კილოგრამი დააფიქსირა.

შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ღონისძიება 9 მარტსაა დაგეგმილი.

მსგავსი