UFC 298-ის შემდეგ რეიტინგში ქართველი მებრძოლების პოზიციები შეიცვალა #1TVSPORT
UFC 298-ის შემდეგ რეიტინგში ქართველი მებრძოლების პოზიციები შეიცვალა #1TVSPORT

UFC-მ ანაჰეიმში ჩატარებული ღონისძიების (UFC 298) შემდეგ მებრძოლთა რეიტინგები განაახლა. კლასიფიკაციაში დაწინაურდნენ ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი.

ქვემსუბუქი წონის რეიტინგში ილია თოფურია უკვე ჩემპიონის სახელითაა შეყვანილი, ხოლო ორგანიზაციის ყველა მებრძოლთა შორის (P4P) ის მეხუთე ადგილზეა. ილიას წინ მხოლოდ ისლამ მახაჩევი, ჯონ ჯონსი, ლეონ ედვარდსი და ალექს პერეირა არიან. ყველა მათგანი თავისი წონის ჩემპიონია. თოფურია კლასიფიკაციაში აქამდე მესამე იყო.

სუპერმსუბუქ წონაში რეიტინგის პირველი ნომერი გახდა მერაბ დვალიშვილი. ჰენრი სეხუდოს დამარცხების შემდეგ 33 წლის ქართველი მხოლოდ წონის ჩემპიონს, შონ ო’მალის ჩამორჩება. როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა UFC 298-ის შემდეგ განაცხადა, დვალიშვილის შემდეგი ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის იქნება. ბრძოლამდე მერაბი რეიტინგში მეორე იყო.

ამ მომენტისთვის თოფურიას MMA-ში 15 გამარჯვება და არცერთი მარცხი აქვს, ხოლო მერაბ დვალიშვილისთვის სეხუდოსთან გამარჯვება ზედიზედ მეათე იყო UFC-ში.