„უფას“ მწვრთნელმა ტაბიძე შეაქო - სათამაშო სოლიდურობა შეიძინა და სტერეოტიპი დაანგრია
„უფას“ მწვრთნელმა ტაბიძე შეაქო - სათამაშო სოლიდურობა შეიძინა და სტერეოტიპი დაანგრია

რუსული პრემიერლიგის „უფას“ მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ ევსევმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ფეხბურთელები გამოარჩია და მათ შორის პირველად ახსენა საქართველოს ნაკრების მცველი ჯემალ (ჯიმი) ტაბიძე.

„მწვრთნელი სიამოვნებას იღებს არა მხოლოდ გამარჯვებით, არამედ ვარჯიშებითაც – ეს მაშინ, როდესაც ხედავს, რომ მოთამაშეები სწორად რეაგირებენ დავალებებზე და საუკეთესო თვისებებს ავითარებენ. „უფა“ ორიენტირებულია ზუსტად ამაზე – ახალგაზრდებისა და ნიჭიერების განვითარებაზე. ისინი მაშინ მიდიან, როდესაც კლუბი მათ ტრანსფერს შესაძლებლად მიიჩნევს, მათ ადგილს კი ახალგაზრდები იკავებენ – ასეთივე ამბიციურები. ახლა მსურს აღვნიშნო ისინი, რომელთა პროგრესიც ბოლო წლებში განსაკუთრებით შესამჩნევი იყო. საუბარია არა მხოლოდ კლასზე, არამედ თამაშის, ჩემი მოთხოვნების და ამოცანების გაგებაზე“, – წერს ვადიმ ევსეევი.

„უფას“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების 23 წლის მცველი ასე დაასახისათა: „დაცვაში ტაბიძეს გამოვარჩევ. ჯემალს ადრე ჰქონდა შეცდომები, რომელსაც შეიძლება უიღბლობა ეწოდოს. ის მონდომებული იყო, მაგრამ მისი პოზიციებიდან შემთხვევით გოლებს ვუშვებდით. ეს ყოველთვის საწყენია. მაგრამ ტაბიძემ იმუშავა, მოინდომა და სათამაშო სოლიდურობა შეიძინა. უფრო სტაბილური გახდა და მასზე არსებული სტერეოტიპი, როგორც უიღბლო მოთამაშეისა, დაანგრია“.

ვადიმ ევსეევი იმედოვნებს, რომ საჯარო შექება ტაბიძეს და მასთან ერთად დასახელებულ მოთამაშეებს არ აწყენთ: „ახლა კიდევ ერთხელ წავიკითხე, რაც მათზე დავწერე და ვფიქრობ, რომ ხვალ ვარჯიშზე უფრო მეტი შრომა დამჭირდება. ჩემს პოსტს ფეხბურთელებიც კითხულობენ და ხვალ გავაკონტროლებ, რომ თავბრუ არავის დაეხვეს“.