უესტონ მაკენი - „იუვენტუსში“ გადასვლა ჩემთვის ბავშვობის ოცნების ახდენას ნიშნავს
უესტონ მაკენი - „იუვენტუსში“ გადასვლა ჩემთვის ბავშვობის ოცნების ახდენას ნიშნავს

„შალკეს“ ამერიკელი ნახევარმცველი „იუვენტუსში“ იჯარის წესით გადავიდა და ახალ სეზონში ტურინული გრანდის ღირსებას დაიცავს. უეტსონ მაკენმა ჟურნალისტებთან იტალიაში გადასვლის შესახებ ილაპარაკა და სიხარული ვერ დამალა.

„ძალიან აღელვებული ვარ. მე „იუვენტუსის“ თამაშებზე ვიზრდებოდი, ბავშვობიდან ამ გუნდის გუნდით ვიყავი აღფრთოვანებული და ვიდეოთამაშებში კი ყოველთვის „იუვენტუსს“ ვირჩევდი. ახლა ეს ჩემი გუნდია, – ციტირებს მაკენის სიტყვებს ტურინული კლუბის პრესსამსახური. –  ჩემთვის ეს ცალსახად ბავშვობის ოცნების ასრულებას ნიშნავს.

„იუვენტუსზე“ ფიქრისას ამ კლუბის დიდი ისტორია მახსენდება და დღევანდელობა, რადგან ტურინელები იტალიის ჩემპიონატს გამუდმებით იგებენ. ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ამერიკელი, რომელიც „იუვენტუსში“ თამაშობს“.