უეინ რუნის ვაჟმა ბომბარდირული რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
უეინ რუნის ვაჟმა ბომბარდირული რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

ლეგენდარული ინგლისელი ფორვარდის უეინ რუნის ვაჟმა კაი რუნიმ შედეგიანობის რეკორდი დააყარა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 12 წლამდე ფეხბურთელებს შორის, – დაწერა მანჩესტერული გუნდის პრესსამსახურმა.

12 წლის რუნიმ დასრულებულ სეზონში 56 გოლი გაიტანა და 28 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

უეინ რუნი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2004-17 წლებში თამაშობდა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

დატოვე კომენტარი