უეინ რუნის MLS-ში დებიუტი ჰქონდა
უეინ რუნის MLS-ში დებიუტი ჰქონდა

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფორვარდს უეინ რუნის დებიუტი ჰქონდა MLS-ში.
32 წლის რუნიმ „დი სი იუნაიტედის“ შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა – „ვანკუვერის“ წინააღმდეგ, 53-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა მოედანზე და დებიუტი საგოლე პასით აღნიშნა.

„დი სი იუნაიტედმა“ შეხვედრა 3:1 მოიგო. ეს ამ გუნდის პირველი გამარჯვება იყო 19 მაისის შემდეგ. ვაშინგტონური კლუბი ბოლო ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში.