უეინ რუნის „დერბის“ მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა (ვიდეო)
უეინ რუნის „დერბის“ მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა (ვიდეო)

34 წლის ინგლისელ ფორვარდს უეინ რუნის ინგლისის ჩემპიონშიფში „დერბის“ მოთამაშე მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა.

რუნიმ ბოლო ორი სეზონი MLS-ში გაატარა – მან „დი სი იუნაიტედის“ შემადგენლობაში ითამაშა, რის შემდეგაც „დერბის“ წინადადებას დათანხმდა. ინგლისელს, ჯერჯერობით, მხოლოდ მწვრთნელობის უფლება აქვს, რადგან კლუბს მისი განაცხადში შეყვანა იანვრამდე არ შეეძლება.

ფორვარდს ფანები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. „დერბიმ“ ჩემპიონშიფის მე-19 ტურში შინ 1:1 ითამაშა „ქუინზ პარკთან“ და ცხრილში მე-14 ადგილზეა.