უეინ რუნის 15 წლის ვაჟი „მანჩესტერ იუნაიტედის“ 19-წლამდელთა გუნდში ითამაშებს #1TVSPORT
უეინ რუნის 15 წლის ვაჟი „მანჩესტერ იუნაიტედის“ 19-წლამდელთა გუნდში ითამაშებს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, უეინ რუნის ვაჟი – კაი რუნი კარიერაში სერიოზულ პროგრესს განიცდის.

15 წლის ფეხბურთელი, რომელიც „იუნაიტედის“ 16-წლამდელთა გუნდის წევრია, ახალი გამოწვევისთვის ემზადება.

სოციალურ ქსელში უმცროსმა რუნიმ დაწერა, რომ ის მანჩესტერული კლუბის 19-წლამდელთა გუნდში გამოიძახეს ხორვატულ ტურნირზე სათამაშოდ. A ჯგუფში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეტოქეები იქნებიან „იუვენტუსი“, ბუქარესტის „რაპიდი“ და ზაგრების „დინამო“.