უეინ რუნიმ ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა
უეინ რუნიმ ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა

ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგაში (MLS) რეგულარული სეზონის მესამე ტური მიმდინარეობს. ტურის ერთ-ერთი გმირი აღმოჩნდა დი სი იუნაიტედის ფორვარდი უეინ რუნი. მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფორვარდმა ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო, მისმა გუნდმა კი 5:0 დაამარცხა რეალ სოლტ-ლეიკი. ინგლისელმა ახალ სეზონში პირველად გამოიჩინა თავი.

დი სი იუნაიტედი შვიდი ქულით აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია.

ამავე ტურში ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას სან ხოსემ სტუმრად 1:4 წააგო ნიუ იორკ რედ ბულსთან. ქართველები ძირითადში იყვნენ და შეუცვლელად ითამაშეს. სან ხოსეს სამიდან სამი მატჩი აქვს წაგებული და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა.

დატოვე კომენტარი