უეინ რუნი ვაშინგტონში დააპატიმრეს
უეინ რუნი ვაშინგტონში დააპატიმრეს

„დი სი იუნაიტედის“ ინგლისელი ფორვარდი უეინ რუნი ვაშინგტონში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისთვისა და გინებისთვის დააპატიმრეს.

ინციდენტი 16 დეკემბერს მოხდა. თავდაპირველად, რუნის ჯარიმის სახით 25 დოლარი გადაახდევინეს. ახლა კი მისი დაპატიმრება მოითხოვა ვაშინგტონის აეროპორტის ადმინისტრაციამ.

ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ამერიკის საფეხბურთო ლიგაში (MLS) 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში, მან 20 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.