უეინ რუნი - ვან გაალის „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გაშვება ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო
უეინ რუნი - ვან გაალის „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გაშვება ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო

„დერბის“ მოთამაშე მწვრთნელმა უეინ რუნიმ განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ლუი ვან გაალის დათხოვნა შეცდომა იყო. შეგახსენებთ, რომ მანჩესტერულ კლუბს ვან გაალი 2014-2016 წლებში წვრთნიდა.

„განადგურებული ვიყავი, როცა ლუი დაითხოვეს, – ციტირებს რუნის სიტყვებს Mirror. – ჩემთვის მასთან მუშაობა აბსოლუტური ბედნიერება იყო. ის მესამე სეზონში აუცილებლად უნდა შეგვენარჩუნებინა და გაცილებით ძლიერები ვიქნებოდით.

ვგრძნობდი, დროთა განმავლობაში, როგორ იცვლებოდა ყველაფერი უკეთესობისკენ. მოთამაშეებიც უკვე კარგად კითხულობდნენ მის ხედვას. ვან გაალთან გატარებულ მცირე პერიოდში უფრო მეტი ვისწავლე, ვიდრე ყველა სხვა მწვრთნელთან კარიერის განმავლობაში. მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები.“