უეინ რუნი: რონალდო უმოწყალო მკვლელია, მესი გაწამებთ - მე ლიონელს ვირჩევ
უეინ რუნი: რონალდო უმოწყალო მკვლელია, მესი გაწამებთ - მე ლიონელს ვირჩევ

„დერბი ქაუნთის“ ფორვარდმა უეინ რუნიმ ერთმანეთს კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი შეადარა.

„რონალდო არ იყო დიდად კონცენტრირებული გოლების გატანაზე, როცა ჩვენ ერთად დავიწყეთ „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაში, მაგრამ უკვე მაშინ შეიძლებოდა შეგემჩნია, რომ მას ყველაზე მეტად უნდოდა მსოფლიოში საუკეთესო გამხდარიყო.

ის გაუთავებლად ვარჯიშობდა და გოლების გატანა დაიწყო. კრიშტიანო დაუჯერებელი ბომბარდირი გახდა. ის და მესი, შესაძლოა, საუკეთესო მოთამაშეები არიან ფეხბურთის ისტორიაში. მაგრამ კრიშტიანოსთან მეგობრობის მიუხედავად, მე მაინც მესის ავირჩევდი. იგივე მიზეზით, რომლითაც მიყვარდა ჩავისა და სქოულზის ყურება: რაღაც განსხვავებული და უცხო ყოველთვის არის მესის თამაშში.

ვერ ვიხსენებ, როდის გაიტანა მესიმ გოლი, როცა მთელი ძალით დაარტყა კარში. ის უბრალოს აცურებს ბურთს ბადეში და მას ეს ძალიან უადვილდება.

რონალდო უმოწყალო მკვლელია საჯარიმოში, მაგრამ მესი ჯერ გაწამებთ და შემდეგ გკლავთ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის ამისგან სიამოვნებას იღებს.

ამ ორმა სრულიად შეცვალა თამაში გატანილი გოლების თვალსაზრისით და არ მგონია, ვინმემ შეძლოს მათი დაჩრდილვა“, – განაცხადა რუნიმ „თაიმსთან“ ინტერვიუში.