უეინ რუნი „პლიმუთის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს #1TVSPORT
უეინ რუნი „პლიმუთის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი უეინ რუნი საფეხბურთო კლუბ „პლიმუთის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

რუნიმ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის ბინადარი „პლიმუთი“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაიბარა. მან ბოლო 15 შეხვედრაში მხოლოდ ერთის მოგება მოახერხა, რაც კლუბის მესვეურთათვის გათავისუფლების მიზეზი აღმოჩნდა. ჯამში, 18 ქულით „პლიმუთი“ ჩემპიონშიფში ბოლო ადგილზეა.

39 წლის რუნის სამწვრთნელო კარიერა წარმატებით ვერ ვითარდება. „პლიმუთამდე“ ის „დერბი ქაუნთის“, ამერიკული „დისი იუნაიტედისა“ და „ბირმინგემ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსთიდან დაითხოვეს ვადაზე ადრე.

შეგახსენებთ, რომ უეინ რუნიმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად 16 ტიტული მოიგო. ის ამ გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.