უეინ რუნი - „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამ სეზონში პრემიერლიგის გამარჯვებული გახდება
უეინ რუნი - „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამ სეზონში პრემიერლიგის გამარჯვებული გახდება

„დერბის“ მთავარმა მწვრთნელმა უეინ რუნიმ Sky Sports-თან საუბრისას აღნიშნა, რომ „მანჩესტერი“ ამ სეზონში პრემიერლიგის გამარჯვებული გახდება.

„იუნაიტედის“ ლეგენდის თანახმად, ამაში დიდ როლს კავანის და ბრუნო ფერნანდეშის დამატება ითამაშებს, რადგან მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „მანჩესტერი“ ჩემპიონობისთვის საბრძოლველად მზად არ იყო, მაგრამ ახლა მათ დაიმატეს ბრუნო ფერნანდეში და ედინსონ კავანი, ფეხბურთელები რომლებსაც გამარჯვებულის მენტატილეტი აქვთ. შესაბამისად, ამ ეტაპზე მათ საჩემპიონო შემადგენლობა ჰყავთ. რამდენიმე კვირის წინ ჩემს სტაფს ვუთხარი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის გამარჯვებული გახდება და დღესაც ზუსტად იგივეს ვფიქრობ“, – აღნიშნა უეინ რუნიმ.

35 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა პოგბაზეც ილაპარაკა: „პოგბა ჩემპიონობაში დიდ როლს ითამაშებს. ის ფეხბურთელები, რომლებმაც გამარჯვებულის მენტალიტეტი მოიტანეს გუნდში, პოგბას ზეწოლისგან გაათავისუფლებენ და მას შეეძლება ანახოს მაღალი კლასი მოედანზე“.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის პრემიერლიგა ბოლოს რუნისთან ერთად, 2013 წელს მოიგო, გუნდს კი ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი ხელმძღვანელობდა.

დატოვე კომენტარი