უეინ რუნი „დი სი იუნაიტედში“ გადადის
უეინ რუნი „დი სი იუნაიტედში“ გადადის

ინგლისური პრესის ინფორმაციით, ვეტერანი ფორვარდი უეინ რუნი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს ვაშინგტონის კლუბ „დი სი იუნაიტედში“.

დედაქალაქური კლუბი მზადაა, 32 წლის ფეხბურთელთან 2020 წლამდე გააფორმოს ხელშეკრულება და წელიწადში 5 მილიონი დოლარი გადაუხადოს.

პრემიერლიგაში ბოლო გათამაშებაში რუნიმ „ევერტონის“ მაისურით 32 შეხვედრა ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.