უეინ რუნი ალკოჰოლიმზის გამო ოჯახს კარგავს
უეინ რუნი ალკოჰოლიმზის გამო ოჯახს კარგავს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფორვარდის უეინ რუნის მეუღლე კოლინი მზად არის ფეხბურთელთან განქორწინებისთვის. ქალს იმედი ჰქონდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლა მის მეუღლეს ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან განკურნებაში დაეხმარებოდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა.

ამის გამო, კოლინ რუნიმ ქმარს ულტიმატუმი წაუყენა – უეინი რეაბილიტაციას მიმართავს ან განქორწინებაზე შეიტანს სარჩელს, – ამტკიცებს გაზეთი „სანი“ (The Sun).

10-წლიანი თანაცხოვრების პერიოდში, უეინისა და კოლინის ოჯახური ცხოვრება რამდენჯერმე აღმოჩნდა კრახის წინაშე სწორედ ალკოჰოლის გამო. ამ კვირის დასაწყისში, ჟურნალისტებმა კოლინი მაღაზიაში საქორწინო ბეჭდის გარეშე დააფიქსირეს.

რამდენიმე დღის წინ, მასთან აშშ-ში დედა ჩაფრინდა, რათა ქალიშვილს რთულ მომენტში გვერდით დაუდგეს.
უენსა და კოლინს ოთხი შვილი ჰყავთ.

ფორვარდი 2018 წლის ივნისიდან „დი სი იუნაიტედში“ თამაშობს.