უეფას პრეზიდენტმა საფრანგეთის ჩემპიონატის ვადაზე ადრე დასრულება არ მოიწონა
უეფას პრეზიდენტმა საფრანგეთის ჩემპიონატის ვადაზე ადრე დასრულება არ მოიწონა

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა აზრი გამოთქვა საფრანგეთის ჩემპიონატის ნაადრევად შეწყვეტის შესახებ.

„ჩემი პირადი აზრია, რომ სეზონის ნაადრევად დასრულება ნაჩქარევი ნაბიჯი იყო. ეს არ არის იდეალური ვარიანტი, რადგან ყველაფერი შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს უკეთესობისკენ და ჩემპიონატები დასრულდეს. მაგრამ ეს მთავრობის გადაწყვეტილება იყო და კლუბები ვერაფერს მოიმოქმედებდნენ.

ჩვენ ორი ფრანგული კლუბი გვყავს, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ და ახლა, ისინი აგვისტომდე უსაქმოდ უნდა იყვნენ. არ ვიცი, ეს კარგია თუ არა ამ გუნდებისთვის“, – განაცხადა ჩეფერინმა.

ლიგა 1-ში სეზონი ვადაზე ადრე დასრულდა და ჩემპიონად „პარი სენ-ჟერმენი“ გამოცხადდა.