უეფას პრეზიდენტმა არ გამორიცხა ევრო 2020-ის მასპინძელთა რიცხვის შემცირება
უეფას პრეზიდენტმა არ გამორიცხა ევრო 2020-ის მასპინძელთა რიცხვის შემცირება

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა შეაფასა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების შემცირების შესაძლებლობა.

„კვლავაც შეშფოთებულნი ვართ პანდემიის სიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას შევძლებთ. იგეგმება, რომ ტურნირი ზუსტად ისე გამართვა, როგორც იყო ჩაფიქრებული.

მაგრამ უნდა ვთქვა, რომ 12 ქვეყნის ნაცვლად, შეიძლება ევრო 2020 ჩატარდეს რვა, ხუთ ან ერთ ქვეყანაში“, – თქვა ჩეფერინმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ევროპის 12 ქვეყანაში უნდა გაიმართოს: ლონდონში, მიუნხენში, ბაქოში, რომში, ბუქარესტში, დუბლინში, კოპენჰაგენში, ბილბაოში, გლაზგოში, ბუდაპეშტში, ამსტერდამსა და სანკტ-პეტერბურგში.