უეფას პრეზიდენტი – რასიზმის გამო გუნდების ტურნირებიდან გარიცხვაც შესაძლებელია

20:26, 02.04.2019

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა არ გამორიცხა, რომ გუნდები შეიძლება გააძევონ ტურნირებიდან იმ შემთხვევაში, თუ ტრიბუნებიდან რასიზმის გამოვლინება რეგულარულ ხასიათს მიიღებს.

„არსებობს დასჯის სხვადასხვა ვარიანტი. სასჯელი ნებისმიერ შემთხვევაში მკაცრია, მაგრამ ყოველთვის არ ვიყენებთ მას. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ“, – აცხადებს დეილი მეილთან (Daily Mail) კომენტარში უეფას პრეზიდენტი. – „ვერ ვხედავ უფრო სერიოზულ სანქციას, ვიდრე ეს ცარიელი ტრიბუნების წინ თამაშია, რაც ხორვატიაში რამდენჯერმე მოხდა. თუ რასიზმის გამოვლინება ქრონიკული გახდა, შეიძლება კლუბი ან ნაკრები გავრიცხოთ ტურნირიდან. ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ ეს უკიდურესი ზომაა“.

ბოლო პერიოდში რასიზმის ფაქტები დაფიქსირდა ევროპის ლიგაზე კიევის “დინამოსა” და “ჩელსის” მატჩში, აგრეთვე, მონტენეგროსა და ინგლისის ნაკრებებს შორის შესარჩევ შეხვედრაში.

მსგავსი