უეფას პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ გულშემატკივრები სტადიონებზე მალე დაბრუნდებიან
უეფას პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ გულშემატკივრები სტადიონებზე მალე დაბრუნდებიან

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა იმედი გამოთქვა, რომ გულშემატკივრები ტრიბუნებზე უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან.

„არ მგონია, რომ ეს ვირუსი სამუდამოდ ძალაში იქნება. ვფიქრობ, მთელი ეს სიტუაცია გაცილებით ადრე მოგვარდება, ვიდრე ბევრს ჰგონია. დღეს ჩვენ ვირუსზე ბევრი ვიცით. საერთო ჯამში, მე ძალიან ოპტიმისტური ადამიანი ვარ. არ მომწონს აპოკალიპტური მოსაზრება, რომ თითქოს უნდა ველოდოთ მეორე, მესამე ან თუნდაც მეხუთე ტალღას… ყველა ადამიანი ოდესღაც მოკვდება, მაგრამ რატომ უნდა ვიფიქროთ და ვიღელვოთ ამაზე დღეს? მე ასე არ მგონია. ჩვენ გავითვალისწინებთ მთავრობის რეკომენდაციებს, მაგრამ პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ძველი, კეთილი ფეხბურთი გულშემატკივრებს სულ მალე დაუბრუნდება“, – თქვა ჩეფერინმა.