უეფას პრეზიდენტი - ბუნდესლიგის განახლება ჩვეულებრივ ცხოვრებასთან დაბრუნებისკენ უდიდესი ნაბიჯია
უეფას პრეზიდენტი - ბუნდესლიგის განახლება ჩვეულებრივ ცხოვრებასთან დაბრუნებისკენ უდიდესი ნაბიჯია

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა გერმანიაში სეზონის განახლების შესახებ აზრი გამოთქვა.

„ეს უდიდესი და პოზიტიური ნაბიჯია ჩვეულებრივ ცხოვრებასთან დასაბრუნებლად. ტურნირის განახლების შესახებ გადაწყვეტილება – ეს არის კონსტრუქციული დიალოგისა და საფეხბურთო ხელმძღვანელებსა და პოლიტიკოსებს შორის უნარიანი თანამშრომლობის შედეგი. დარწმუნებული ვარ, გერმანია ყველას მისცემს ბრწყინვალე მაგალითს იმისა, როგორ შეიძლება ფეხბურთმა თავისი ემოციებით და ენთუზიაზმით გავლენა იქონიოს ყოველდღიურ სიტუაციაზე“, – მოჰყავს ჩეფერინის სიტყვები გაზეთ „მარკას“.

ცნობილი გახდა, რომ ბუნდესლიგა 16 მაისს დაბრუნდება. სეზონის დასრულება 30 ივნისისთვის არის ნავარაუდევი, პირველი მატჩი კი იქნება რურის დერბი „დორტმუნდსა“ და „შალკეს“ შორის. ყველა მატჩი მაყურებლების გარეშე ჩაივლის.