უეფას გადაწყვეტილებამ კობახიძე გააღიზიანა - ფიქრობენ, რომ პოლტავა სამყაროს დასასრულია
უეფას გადაწყვეტილებამ კობახიძე გააღიზიანა - ფიქრობენ, რომ პოლტავა სამყაროს დასასრულია

პოლტავის „ვორსკლამ“ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში საშინაო მატჩი ლონდონის „არსენალთან“ 0:3 დათმო.

ამ შეხვედრას სკანდალური წინაპირობა ჰქონდა. მატჩი პოლტავაში უნდა გამართულიყო, „მეთოფეები“ კი ხარკოვის აეროპორტში უნდა ჩაფრენილიყვნენ. საბოლოოდ უეფამ ბოლო მომენტში „ვორსკლასთან“ შეუთანხმებლად, პოლტავას ნაცვლად შეხვედრა კიევში გადაიტანა. უეფაში ჩათვალეს, რომ უკრაინა-რუსეთის ომის გამო, პოლტავა უსაფრთხო ქალაქი არაა და იქ თამაშის გამართვა სახიფათო იყო.

არადა, საომარი მოქმედებების ზონიდან პოლტავა უფრო შორს მდებარეობს, ვიდრე – კიევი. აქედან გამომდინარე, უკრაინული მედია თვლის, რომ უეფა რუსულ პროპაგანდას წამოეგო. მეორე ვერსიის თანახმადაც, რუსულ კვალს ხედავენ და მიზეზს უეფას ერთ-ერთი უმსხვილეს სპონსორ „გაზპრომში“ პოულობენ.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი „ვორსკლას“ ქართველმა ლეგიონერმა სანდრო კობახიძემ გააკეთა, რომელიც ტრავმირებულია და უკრაინულ გუნდს ვერ დაეხმარა .

„მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ „ვორსკლას“ ნაცვლად, ცნობილი ევროპული კლუბი რომ ვყოფილიყავით, მაშინ ამ მატჩს არ გადაიტანდნენ. არ ვიცი, რატომ არ სურდა „არსენალს“ პოლტავაში ჩამოფრენა. შესაძლოა, ფიქრობენ, რომ პოლტავა არის ადგილი, სადაც სამყაროს დასასრულია“ – ამბობს კობახიძე.