უეფა-მ უკრაინას ერთა ლიგაზე შვეიცარიასთან ტექნიკური წაგება მიანიჭა
უეფა-მ უკრაინას ერთა ლიგაზე შვეიცარიასთან ტექნიკური წაგება მიანიჭა

უეფა-მ უკრაინის ნაკრებს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში შვეიცარიასთან 0:3 ტექნიკური წაგება ჩაუთვალა.

ეს ინფორმაცია უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწერა. თამაში 17 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გაუქმდა უკრაინის ნაკრებში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების გამო. მაშინ დადებითი ტესტები ჩააბარეს ფეხბურთელები – რუსლან მალინოვსკიმ, სერგეი კრივცოვმა და ჟუნიორ მორაეშმა, აგრეთვე, მწვრთნელმა ივან ბაშტოვოიმ.

„არ მსურს უეფას გადაწყვეტილების კომენტირება. მინდა მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბს, სამედიცინო პერსონალს, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას, გუნდის ყველა მოთამაშესა და გულშემატკივრებს. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი ამ შედეგზე“, – დაწერა „ტვიტერში“ უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ.

ამ ტექნიკური წაგების გათვალისწინებით, უკრაინამ A ლიგის ქვეჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და B ლიგაში დაქვეითდა. შვეიცარია დარჩა ელიტურ დივიზიონში.