უეფამ უარყო ინფორმაცია ევროპის პრემიერლიგის შექმნაზე
უეფამ უარყო ინფორმაცია ევროპის პრემიერლიგის შექმნაზე

ევროპის მთავარი საფეხბურთო ორგანიზაცია უეფა გამოეხმაურა ახალ ამბავს იმის შესახებ, რომ ევროპის სუპერკლუბები ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან (ფიფა) ერთად აპირებენ ახალი ტურნირის – ევროპის პრემიერლიგის შექმნას, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა უნდა ჩაანაცვლოს. დაიწერა, რომ ახალ ტურნირში, რომელიც 2022 წელს აიღებს სტარტს, ევროპის TOP5 ქვეყნების 18 გუნდი ითამაშებს.

„სოლიდარობის პრინციპები, დივიზიონებში აღზევება და დაქვეითება, აგრეთვე, ღია ლიგები განხილვას არ ექვემდებარება. ეს ის არის, რისი მეშვეობითაც მუშაობს ევროპული ფეხბურთი, ჩემპიონთა ლიგა კი მსოფლიოში საუკეთესო ტურნირია. უეფა და კლუბები იმისთვის არ ქმნიდნენ ამ ტურნირს, რომ ის ჩამოიშალოს 10 ან 24-გუნდიანი სუპერლიგის შექმნით. მსგავსი პროექტი აუცილებლად მოსაწყენი იქნება“, – წერია უეფას განცხადებაში.