უეფამ უარყო ევროპის სუპერლიგის პროექტი
უეფამ უარყო ევროპის სუპერლიგის პროექტი

ევროპის მთავარი საფეხბურთო ორგანოს უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა დაადასტურა, რომ ევროპული სუპერლიგის პროექტის წინააღმდეგ გამოდის.

„უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის სუპერლიგის წინააღმდეგია. გუნდების აღზევებისა და დაქვეითების პრინციპები და ახალი ლიგების ორგანიზაცია განხილვას არ ექვემდებარება. ასეა მოწყობილი ევროპული ფეხბურთი, ხოლო ჩემპიონთა ლიგა – საუკეთესო ტურნირია მსოფლიოში“, – წერია უეფას განცხადებაში.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ევროპის ტოპ-კლუბები აპირებენ ევროპული სუპერლიგის ორგანიზებას, რომელიც 18 გუნდისგან იქნება შემდგარი. მან შეიძლება სტარტი 2022 წელს აიღოს.