უეფამ „ტრაბზონი" ევროთასების გარეშე დატოვა
უეფამ „ტრაბზონი" ევროთასების გარეშე დატოვა

უეფამ გადაწყვიტა ევროთასებს ჩამოაშოროს თურქული კლუბი „ტრაბზონი”. დისკვალიფიკაცია ორწლიანი იქნება და ის 2020-21 და 2021-22 წლების სეზონზე გავრცელდება.

თურქული კლუბი დამნაშავედ სცნეს ფინანსური ფეარ პლეის დარღვევისთვის. „ტრაბზონმა” შეძლო გასული წლის ზაფხულში უეფასთან შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ვერ შეასრულა მისი პირობები. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა მისი ევროტურნირებიდან მოკვეთა.

შეგახსენებთ, რომ ამავე მიზეზით ასევე ამ სეზონებზე აქვს მიღებული დისკვალიფიკაცია პრემიერლიგის გრანდს „მანჩესტერ სიტის”.